მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა ფორმა და მიზნობრიობა უჩვეულოა საერთაშორისო პრაქტიკისთვის და აჩენს დამატებით კითხვებს:

„უვიზო მიმოსვლის შეჩერება კლასიფიცირებულად უკვე განხორციელებულია, ამგვარი მექანიზმი აამოქმედეს უჩვეულოდ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად წარმოუდგენელი რამ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მაშინ, როდესაც დიპლომატები პირველ რიგში ეს ის ხალხია, ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, და ვინც, პირიქით, სარგებლობენ ხოლმე გარკვეული პრივილეგიებით, იმიტომ რომ სწორედ მათ ხელში უნდა იყოს ნებისმიერი რთული ურთიეთობების მოგვარებაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილად უჩვეულოა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“.

მინისტრის თქმით, საქართველოს მხარე აგრძელებს დიალოგს ევროკომისიასთან და აქტიურად მუშაობს ყველა საკითხზე, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შეფასებაზე, რომლებიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება.

„იცით რომ ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი შეხვედრა ევროკომისიასთან, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე რასაც უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას,“ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები