თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების დეკანის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, თავისთავად უცნაურია, რომ მთავრობას თუ ბიზნესს, რომელიც რუსულ ბაზარზე მუშაობს, არ აქვს გეგმა ასეთ სიტუაციაში.
ამის შესახებ რაქვიაშვილმა გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შეფასებისას და მათ შორის ე.წ. რუსულ ავიასანქციებზე საუბრისას განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე - როგორ უნდა იქცეოდეს საქართველოს მთავრობა არსებულ სიტუაციაში, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პასუხად თქვა, რომ ზოგადად, მთავრობას უამრავი მექანიზმი აქვს, როგორ დაეხმაროს ეკონომიკას.
მისი აზრით, რუსეთის ე.წ. ავისანქციები არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, როცა ამ ქვეყანასთან ერთი ემბარგო და ომიც კი გამოვიარეთ.
„თავისთავად უცნაურია, რომ მთავრობას თუ ბიზნესს, რომელიც რუსულ ბაზარზე მუშაობს არ აქვს გეგმა ასეთი სიტუაციისთვის; უნდა მოვითხოვოთ ეს გეგმა, რადგან შეიძლება ჩვენ არ გვაქვს გეგმა კოლუმბიასთან მიმართებაში არ გვაქვს გეგმა, რა მოხდება, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში უნდა გვქონდეს; ზოგადად, მთავრობას უამრავი მექანიზმი აქვს, როგორ დაეხმაროს ეკონომიკას, მაგალითად, რაღაც მავნებლობა არ გააკეთოს; ვგულისხმობ უამრავი რეგულაციის არშმოღებას - საბანკო სექტორი იქნება ეს თუ მშენებლობა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

























