მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყნის ბევრი ავტომანქანა გვხვდება გზებზე, როგორ აჯარიმებთ კანონდამრღვევებს? - დეპუტატი შსს-ს

633d845d33ce0
ინგა მურუსიძე
05.10.22 17:14
1197
საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ავტომფლობელებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს. პრეზენტაციის შემდეგ მას დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდის. შესაბამისად, ძალიან ბევრი უცხო მოქალაქის ტრანსპორტი გვხვდება საავტომობილო გზებზე. ხშირად ისინი არღვევენ მოძრაობის წესებს. როგორ აღირიცხება ეს ყველაფერი და როგორ ხდება მათთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულება?“, - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ.

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ეს საკითხი ტექნიკურად გასამართია.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნების ნომრების სისტემას, ჩვენ ვახდენთ ადმინისტრირებას. კამერები ახდენენ დაჯარიმებას. აქ მოსაგვარებელია სუფთა სახის სამართლებრივი საკითხები, თუ სად უნდა გაიგზავნოს ეს ჯარიმა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანაში, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, სად შეიძლება ჯარიმის გაგზავნა დამრღვევ პირთან, იმის გამო, რომ ის რაღაც ვადაში ტოვებს ქვეყანას. ჩვენი კანონმდებლობით, ჯარიმა მაშინ შედის ძალაში, როცა ჩაბარდება კანონდამრღვევს - ეს საკითხი არის გადასაწყვეტი, საკითხზე მუშაობთ და როგორც კი გვექნება შესაბამისი გადაწყვეტა, აუცილებლად გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები