"უცხოელ ინვესტორებს მუშახელი ჩამოყავთ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო", - განაცხადა წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, საჭიროა რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდეს მუშახელის კვალიფიკაციის გაზრდაც, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ის არ გულისხმობს შრომის ბაზრის "მკაცრ რეგულირებას", - არამედ აუცილებელი სტანდარტების დაცვას.
"სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პესიები და ლარის არასტაბილურობა, - სწორედ ესაა პრობლემები რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებს, თუმცა დღეს იმედიანად ავღნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან თვისობრივად გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები და იმედს გამოვთქვავ ეს მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა უნდა მოხდეს ისედაც მწირი რესურსის ეფექტური გადანაწილება და სამუშაო ადგილების შექმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ ინვსტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

























