მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელ მეგობრებს დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს" - პრემიერი

6492b51c987b5
BM.GE
21.06.23 12:45
622
ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს კითხვა სხვათა შორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონი "ხალხის ძალამ" პარლამენტში დააინიცირა, ხოლო მოგვიანებით, საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ, უკან გაიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები