თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის სრული აკრძალვა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.
მისი თქმით, ის კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, თუ საქართველოს ინვეტსიციები სჭირდება, ამ მიმართულებით ლიბერალიზაციაა საჭირო.
"არსებობს სტრატეგიული მიწები, რომლებიც არ უნდა გაიყიდოს. მაგრამ თუ გვინდა, რომ მოხდეს ინვესტირება ქვეყანაში, ამ კუთხით ლიბერალიზაცია გვჭირდება აუცილებლად. ასე აკრძალვა, რომ უცხოელია და ვერ მივყიდით, მგონი, არ შეიძლება. შეიძლება რამე პირობები იყოს, მე უბრალოდ დეტალები არ ვიცი",- აცხადებს ხაზარაძე.

























