მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელი აგენტების“ ძიებაში - რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას წარდგენილი კანონპროექტები?

BM.GE
27.02.23 16:25
284
"ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას. აღნიშნულის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ. ინფორმაციისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. 


პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ამ სახის კანონის მიღების ნეგატიურ გავლენებზე ღიად საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერო, ევროკავშირი,ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რა საფრთხეს უქმნის ამგვარი კანონპროექტები საქართველოს და მის სწრაფვას დასავლეთისკენ?

სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები