მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელი ინვესტორების მხრიდან ასეთ დაბალი დაინტერესება არ მახსოვს“ - ცეზარ ჩოჩელი

640ddee5702ff
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 22:31
2091
„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საქართველოს საინვესტიციო გარემოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება საგრძნობლად შემცირებულია.

მისივე ცნობით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობაა.

„ინვესტორების მხრიდან ასეთი დაბალი დაინტერესება მე არ მახსოვს, პარტნიორებს ვერ ვაინტერესებთ, რომ ფინანსები მოვიძიოთ წარმოების კუთხით. ადრე, 2015-2017 წლების ჩათვლით, ჩვენი კომპანიები მუშაობდნენ გერმანულ, ავსტრიულ კომპანიებთან, ამ დროს დაფინანსება პირდაპირ მწარმოებლისგან, საბანკო დამატებითი რესურსის მოზიდვის გარეშე მოგვქონდა.

ახლა ყველაფერი გართულებულია, მათ ჩვენ შესახებ ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ და პასიური არ ვარ, ბევრ ისეთ დეტალს ვიგებ, რომელიც აქამდე არ მსმენია. როდესაც შეხვედრას ვიწყებთ, პირველი, რასაც აღნიშნავენ, ეს არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ჩოჩელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაინტერესება შედარებით გაზრდილია.

„ამ სიტუაციის ფონზე ადამიანებს აქვთ ფული, რომელიც ევროპაში ვეღარ გაედინება და იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს წარმოადგენს, საქართველო ერთ-ერთ საინტერესო ადგილად მიაჩნიათ. ამ ბოლო დროს ძალიან მაღალი დაინტერესებაა სომხეთით, აზერბაიჯანით, ჩვენ მიმართაც ანალოგიურად, მაგრამ ეს არის ძალიან ჩაკეტილი წრე და მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინვესტიციები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნები ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან გვაკავშირებენ, თუმცა აქედან, როგორც აღვნიშნე, დაინტერესება დაბალია“, - განმარტავს „ქართული ლუდის კომპანიიის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები