მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოეთიდან დოკუმენტების გამოთხოვისას მოქალაქეები ბაჟის გადასახადისაგან თავისუფლდებიან

5739e1e84fef9
BM.GE
16.05.16 19:04
1300
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართოს.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოითხოვონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

გარდაცვალების მოწმობა

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილება

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი

დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება

კანონპროექტის თანახმად შესაბამისი ცვლილებები დაემატება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს. პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ახალი რეგულაციები გამოქვეყნებიდან 15 დღეში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები