მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოურ გზავნილებზე ქვეყნის დამოკიდებულება მცირდება"

5bead3cde76b1
BM.GE
13.11.18 17:36
679
უცხოურ გზავნილებზე ქვეყნის დამოკიდებულება მცირდება, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ მაჩვენებლებში დიდი შემცირება არ არის, მცირდება ამ გადმორიცხვებზე დამოკიდებულება.

"მათი პროცენტული მიმართება, მიმდინარე ანგარიშებთან მცირდება, რაც ჯანმრთელი პროცესია, რადგან შეუძლებელია ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა, მხოლოდ გადმორიცხვებით. ჩვენ წლების განმავლობაში დამოკიდებულები ვიყავით ამ გადმორიცხვებზე და ვნერვიულობდით, როცა ის მცირდებოდა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები