მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უცხოურ საიტებზე გადახდებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს”- ომაშუ

64354bd61a6c7
ნინი ლონგურაშვილი
17.04.23 21:10
1882

“ჩვენ ვსარგებლობთ “Unipay” გადახდის სისტემით, თუმცა უცხოელებს თანხები არ ეჭრებათ და ეს ჩვენის სტარტაპისთვის პრობლემაა, მომხმარებლებს ვკარგავთ” - ამის შესახებ BMG-ისთან “ომაშუს” დამფუძნებელმა ისაუბრა.

თაკო კევლისშვილის თქმით, სტარტაპი “ომაშუ” სრულად ონლაინ ბიზნესია, შესაბამისად, საგადახდო სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზი, მათ შემოსავლებზე დიდწილად აისახება.

“მთავარი პრობლემა რაც გამოიკვეთა, გადახდებთან დაკავშირებით გვაქვს. ჩვენ ძირითადად ონლაინ ვვაჭრობთ და ერთ-ერთი პროდუქტი განვათავსე უცხოურ ვებ გვერდზე, სადაც დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე შეკვეთა გატარდა, ავსტრალიიდან, შეერთებული შტატებიდან, თუმცა, გადახდის პროცესში ე.წ. failed სტატუსი ჰქონდა, რადგან გადახდის სისტემაში პრობლემები იყო. ჩვენ ვსარგებლობთ საქართველოში Unipay-ის სისტემით, თუმცა კომპანიის წარმოამადგენლეს როდესაც ვესაუბრე პრობლემას ვერ გვისახელებენ, გვეუბნებიან რომ მომხმარებელს აქვს ავტორიზაციის პრობლემა. თუმცა, ეს ასე არ არის. ახლა სხვა გზებს ვეძებთ, იქნებ სხვა კომპანიით მოხდეს თანხის გატარება, რათა მომხმარებლები საზღვრებს გარეთ არ დავკარგოთ.” ამბობს თაკო კევლიშვილი - სტარტაპ "ომაშუს" დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

სტარტაპი “ომაშუ” 2020 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს. ბიზნესი ჩანთებზე ილუსტრაციების გადატანით დაიწყო. შემდეგ დაემატა ჰუდები, მაისურები, ჟილეტები და სხვა აქსესუარები, რომლებიც საქართველოში ექსკლუზიურად “ომშუსთვის” იკერება. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად სოციალურ ქსელებს იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები