საქართველოში შვედეთის ელჩ ულრიკ თიდესტრომის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან შეუთავსებელია. ინფორმაციას შვედეთის საელჩო ავრცელებს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის, განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველი. შვედეთი გააგრძელებს მათ სრულ მხარდაჭერას“ -აცხადებს შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი.

























