"თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს“ რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, ათეულობით ბიზნესობიექტის დაჯარიმება მოჰყვა.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარის ვიტრინაზე, დახლზე ან თაროზე რეალიზაცია აიკრძალა ისე, რომ ის ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ანალიტიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ მოვლენების მთავარი მიზეზი არაკანონიერი და სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებია. ამასთან, მისივე თქმით, გამოიკვეთა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნეგატიური როლი ამ პროცესებთან მიმართებაში.
BM.GE-სთან ინტერვიუში საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზინეტმა ფადი ასლიმ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც კონკრეტული მიზნები აქვთ დასახული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ხელოვნურად ახანგრძლივებენ პრობლემის მოგვარების პროცესს, პირადი მიზნებისთვის.
„ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან და რომელთა როლიც და მიზანიც არის, შეაჩერონ თამბაქოს მოხმარება საქართველოში.
ისინი აბსოლუტურად შორს არიან რეალობიდან. მათ არ იციან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმისთვის რომ ეკონომიკური განვითარება არ შეფერხედეს. მათ წარმოდგენა არ აქვთ რამდენი ადამიანი დაკარგვას სამუშაო ადგილს მათი არასწორი ქმედებებით. ისინი ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოიდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ თავიანთი დაფინანსება საზღვარგარეთიდან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თამბაქოს მოხმარება შეინარჩუნონ საქართველოში“, - ამბობს ფადი ასლი.
ამასთან, ფადი ასლი აპროტესტებს შემოსავლების სამსახურის მიერ მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ქსელების დაჯარიმებას, თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონის გათვალისწინებით, რადგან როგორც ასლი ამბობს, ბიზნესსუბიექტებს არ ჰქონდათ რეალური განმარტება, თუ როგორ უნდა მოახდინონ თამბაქოს სწორი რეალიზება.

























