მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოური ინტერნეტმაღაზიიდან გამოწერილ საათებს საქართველოში უკანონოდ ყიდიდნენ

5c53ed3f2217f
BM.GE
01.02.19 10:51
6625
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით - 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8-წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები