მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ინვესტიციები შემომაქვს და ამით ვეხმარები საქართველოს - ირაკლი ალასანია

63cc44485224b
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.23 00:00
12000
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უძრავი ქონების ბიზნესში არის ჩართული. ტელეკომპანია პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში ირაკლი ალასანიამ საკუთარი ბიზნესაქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას უწყობს ხელს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია შვიდი კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია კინორი და სოდი ინვესტმენტი. აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება. დეველოპერულმა კომპანია “კინორმა” კი თბილისში ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების განხორციელების პროცესში დახმარებით, ის ქვეყნის ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

“შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.

მგონია, რომ დღეს ასე უფრო მეტს ვმატებ ქვეყანას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომაქვს ქვეყანაში და ამით ვეხმარები დღეს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და კიდევ დასაქმდება. ამით ვარ დღეს დაკავებული,”- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები