მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უცხოური ვალუტით აღებული სესხების ტვირთი მცირდება და მოსახლეობას მეტი განკარგვადი შემოსავლები რჩება"

574d432ba34fc
BM.GE
31.05.16 11:53
1326
საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის აპრილში 4,3 პროცენტით გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკური გუნდსა და ფინანსური ინსტიტუტების მოლოდინებზე "საქმიან დილასთან" ირაკლი დოღონაძე საუბრობს.

- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მხრიდან მოლოდინები აბსოლუტურად სხვადასხვაა. ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის 3,5 პროცენტს ვარაუდობს, როგორია თქვენი პროგნოზი და აპრილში რა ზრდაც გვქონდა დამაკმაყოფილებელი თუა?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მოცემულ სიტუაციაში პროგნოზი საკმაოდ რთულია. ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და არსებული რეალობის შესაბამისად შესაძლებელია გადაიხედოს. უპირველესად, ვიტყოდი, რომ წინასწარი შეფასებაც იმდენად დახვეწილი მეთოდოლოგიით არის და ის უმეტეს შემთხვევაში დაზუსტებულ მონაცემებს სწორად ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია. რამდენიმე მაჩვენებელს დავამატებდი. უნდა აღინიშნოს თუ ბოლო პერიოდამდე რა გამოწვევების წინაშე იყო საქართველოს ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა. დავიწყოთ იმით, რომ ბოლო პერიოდში, წინა წელს ვგულისხმობ, საგარეო მოთხოვნის კუთხით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიყავით, საგარეო მოთხოვნა შესუსტებული იყო, განსაკუთრებით ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრობლემების გამო, რამაც ბუნებრივია, ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედა და ასევე შესუსტებული იყო შიდა მოთხოვნა, რომელზეც განსაკუთრებით განკარგავდი შემოსავლების შემცირებამ იმოქმედა, რაც თავის მხრივ, უცხო ვალუტაში აღებული სესხების მომსახურების ტვირთით იყო გამოწვეული და ამან შიდა მოთხოვნაზე ნეგატიურად იმოქმედა. ჯამში ამან ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედა უარყოფითად. ამას ემატება ასევე ინვესტიციები. ჩვენ თუ შევადარებთ 2015 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს 2014 წელთან შედარებით ის შემცირებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგნოზი ოპტიმისტური განწყობის საშუალებას მაინც იძლევა და იმ ღონისძიებებსაც თუ გავითვალისწინებთ, რაც მთავრობას დაგეგმილი აქვს.

- მთლიანად რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რელევანტურია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და მოლოდინები?

- ცხადია, რომ საერთაშორისო ფინანსურო ინსტიტუტების შეფასებები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ეყრდნობა და ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ, თუმცა ადგილობრივი ეკონომისტებისა და ხელისუფლების მოსაზრებებიც უნდა გავითვალისწინოთ, ეს აუცილებელი და საინტერესოა. რეგიონს რაც შეეხება, აღვნიშნავდი რა იყო და დღეს რა გაუმჯობესდა. ამ შემთხვევაში ფისკალური ნაწილით დავიწყებ. ბიუჯეტის გარდამავალ ნაშთს თუ შევადარებთ 2016 წლის 1 იანვრიდან გამოყვეს ეს იყო დაახლოებით 622 მილიონი ლარი, ანუ წინა წლიდან გაუხარჯავი თანხა, რაც გადმოყვა და იანვარ-აპრილის ჯამური 4 თვის მაჩვენებლებით, ეს გარდამავალი ნაშთი სადღაც 153 მილიონი ლარით შემცირდა, ანუ საკასო შემოსულობებზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და ბუნებრივია, ეს სახელმწიფო ხარჯების კუთხით მთლიან შიდა პროდუქტზეც პოზიტიურად იმოქმედებდა ზრდის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია შიდა მოთხოვნის ზრდა. იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება. შესაბამისად, უცხოური ვალუტით აღებული სესხების ტვირთი მცირდება და მოსახლეობას მეტი განკარგვადი შემოსავლები რჩება და ეს სამომხმარებლო ბაზარსაც აწვება და ხარჯების საბოლოო მოხმარებაზე ჩემი მოსაზრებით გაზრდილი იქნება, თუმცა ჯერ კვარტალური მონაცემები დადებული არ არის და ვერაფერს ვიტყვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები