მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - „სამხრეთის კარიბჭე“

უდე

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ორივე ახალციხეში ცხოვრობს, ერთ–ერთ მათაგანს სახლი სოფელ უდეში აქვს და იქ იმყოფებოდნენ. აივანზე მიშენებულ სამზარეულოში რაღაცას აკეთებდნენ, ამ დროს კედელი ჩამოიშალა და შიგ მოყვნენ“,– ამბობენ უდეში მცხოვრებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“.

bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს გარკვევას, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები