მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უდიდესი რისკების წინაშე ვართ ქვეყანა" - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

„უსერიოზულესი რისკები, რომ არ იყოს ეკონომიკაში არ შევიკრიბებოდით“ - საქართველოს უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების BAG-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა.

ლაშა პაპაშვილმა დღეს კომენტარი მედიასთან ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების თითქმის 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიზნესმენი ამბობს, რომ გამოსავალია ერთობა და შეხების ის წერტილებია მოსაძებნი, რითაც დაპირისპირებული მხარეები დაახლოებას შეძლებენ.

„ჩვენი უწმინდესი, პატრიარქი მოგვიწოდებს, გვასწავლიდა, რომ ეშმაკი გვყოფს და უფალი აერთებს. ეს მაქვს სათქმელი. ერთად ყოფნა არის გადარჩენა. გზები უნდა ვიპოვოთ. 4.5 საათი ბიზნესმა და პრემიერმა, მათ შორის კრიტიკულმა ბიზნესმა (ისინი ვინც ოპონირებს და ეს არის მოქმედი მთავრობის დამსახურება) და ასეთი ადამიანები იქ მრავლად ისხდნენ დააფიქსირეს თავიანთი აზრი. ვისაუბრეთ ძალიან მწვავე საკითხებზე“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

„ჰეშ ბანკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გამოწვევების არსებობა ეკონომიკაში უკვე შემდგარი ფაქტია.

„მოსალოდნელი ეკონომიკური (კრიზისი) ფაქტია. რა თქმა უნდა, ფაქტია, უკვე ტურიზმი შემცირდა, რესტორანი არ არის... ეს ესმით... რისკები რომ უდიდესია იმიტომ არ ვიკრიბებით? თორემ საერთოდ არ შევიკრიბებოდით. უდიდესი რისკების წინაშე ვართ ქვეყანა. უკონკრეტულესი ნაბიჯია, რომ ვეძებოთ ერთობა. უკვე ოჯახებშია დაპირისპირება, ქუჩაშია დაპირისპირება, საზოგადოებაშია დაპირისპირება...“ - ამბობს ლაშა პაპაშვილი და აღნიშნავს, რომ ახლა რაც მხარეებს აერთიანებთ არის ის, რომ „ორივე მხარე ხედავს უდიდეს ეკონომიკურ რისკს“.

ლაშა პაპაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველაფერზე იყო საუბარი, მათ შორის, ახალ არჩევნებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები