2024 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უძრავი ქონების სექტორში 151%-ით, მშენებლობის სექტორში კი 94%-ით შემცირდა.
საქსტატს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წლის სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში მხოლოდ 4 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა, უძრავი ქონების სექტორში კი უარყოფითი ბალანსი იყო და -102მ მლნ $ შეადგინა.
კლება იყო ჯამურ მაჩვენებლებშიც. საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. როგორ იმოქმედებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მოქმედი ხელისუფლების გზავნილები დარგზე?
სტუმრები:
რატი მორჩილაძე - Foresight Investment Group-ის საინვესტიციო ოფიცერი;
მარიკა აბუაშვილი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბორდის წევრი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად