მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაში, ლოგისტიკასა და IT კომუნიკაციების დარგებში ბრუნვა წლიურად შემცირებულია - საქსტატი

უძრავი ქონება, თბილისი, მშენებლობა,

საქსტატმა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. 

საქსტატის მიხედვით, მატება ფიქსირდება ეკონომიკის დარგების უმეტესობაში, თუმცა კლება შესამჩნევია ისეთ სფეროებში როგორიცაა უძრავი ქონების ოპერაციები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო და ინფორმაციებისა და კომუნიკაციის სექტორი. 

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი. 

"2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა,"- ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში.

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 14.4%-იანმა მატებამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები