თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28 000 ერთეული შეადგინა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უძრავი ქონების კომპანია Colliers International Georgia-მ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით ჩაატარა. მათი ინფორმაციით, 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33 000 ბინას. ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში - 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.

























