მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ნოემბერშიც შემცირდა, როგორია 11 თვის შედეგები?

2023 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 16%-ით 3,390 ერთეულამდე შემცირდა. ბაზრის ზომა 215 მილიონ აშშ დოლარამდე განისაზღვრა, რაც 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ქოლიერს ჯორჯიას განახლებული მონაცემების მიხედვით, კლება უფრო საგრძნობია ბათუმში, სადაც გასულ თვეში ტრანზაქციების რიცხვი 993 ერთეული იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იან კლებას ნიშნავს. 43%-ით, 43 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული ბაზრის ზომა.

სტუმარი: ლეო ჩიქავა - „ქოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები