მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონება და საინვესტიციო შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

თამარ კიკვაძე
29.09.26 12:02
• 257

თანამედროვე ინვესტორი დღეს უკვე აღარ შემოიფარგლება ერთი ქვეყნით — ის სხვადასხვა ბაზარს ადარებს, ეძებს კაპიტალის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებას შემოსავლიანობის, ზრდის პოტენციალისა და გრძელვადიანი ღირებულების მიხედვით იღებს.

სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით შეიქმნა Hestia Brokerage Studio — თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო და უძრავი ქონების საბროკერო კომპანია.

Hestia ქართველ და უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს უძრავი ქონებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ფართო არჩევანს საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საბერძნეთში, კვიპროსზე, ბალიზე, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბალტიის ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

იდეიდან ბიზნესამდე

“Hestia-ს შექმნის იდეა პირადი გამოცდილებიდან და რეალური საჭიროებიდან გამიჩნდა. საქართველოში მქონდა საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობა, რომლის განსახორციელებლად საერთაშორისო ინვესტორსა და პარტნიორს ვეძებდი. ამავე დროს, დავინახე საპირისპირო საჭიროებაც — საქართველოში ბევრი ადამიანია, ვისაც საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირება სურს, თუმცა არ ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სწორ შესაძლებლობებზე წვდომას მისცემს. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა Hestia-ს შექმნის იდეა — კომპანიის, რომელიც ქართველ ინვესტორებს საერთაშორისო ბაზრებზე გაუხსნის გზას, ხოლო უცხოელ ინვესტორებს საქართველოში საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობებს შესთავაზებს,“ — ამბობს Hestia Brokerage Studio-ს დამფუძნებელი თამარ კიკვაძე.

საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის

Hestia-ს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ბაზარზე.

საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს კომპანია სთავაზობს არა მხოლოდ პრემიუმ უძრავ ქონებასა და დეველოპერულ პროექტებს, არამედ საჯაროდ ნაკლებად ხელმისაწვდომ გარიგებებს, მიწის ნაკვეთებს, მოქმედ ბიზნესებსა და სხვა საინვესტიციო აქტივებს. ადგილობრივი ბაზრის ცოდნა და პარტნიორული ქსელი Hestia-ს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო ინვესტორს მისი კონკრეტული ინტერესისა და საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისი შესაძლებლობები შესთავაზოს.

ერთი პარტნიორი — სხვადასხვა საინვესტიციო ბაზარი

Hestia თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და დეველოპერებთან და ინვესტორის მიზნების, ბიუჯეტისა და სტრატეგიის მიხედვით სთავაზობს შესაბამის ბაზარსა და საინვესტიციო შესაძლებლობას.

„ჩვენი მიზანი არ არის ინვესტორს უბრალოდ კონკრეტული უძრავი ქონება შევთავაზოთ. გვინდა მას ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა ბაზარს შორის და შესაძლებლობა, საკუთარი საინვესტიციო მიზნებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება — იქნება ეს დუბაი, ლონდონი, საბერძნეთი, საქართველო თუ სხვა ქვეყანა.“

Hestia ინვესტორს სრულ პროცესში უწევს მხარდაჭერას — საინვესტიციო მიმართულებისა და პროექტის შერჩევიდან გარიგების დასრულებამდე.

„Hestia-ს კონცეფცია მარტივია — ქართველ ინვესტორს გავუხსნათ საერთაშორისო ბაზრები, ხოლო საერთაშორისო ინვესტორს — საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.“

Hestia Brokerage Studio — უძრავი ქონება და ინვესტიციები საზღვრების გარეშე.



Facebook: https://www.facebook.com/Hestiarealestatescom
Instagram: https://www.instagram.com/hestiarealestates/
Linkedin: https://www.linkedin.com/company/hestia-real-estates/?viewAsMember=true

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები