მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონება, საათები, ავტომობილები...- როგორ შეიცვალა გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაცია დეპუტატობის ერთ წელში?

გიორგი ბარვენაშვილი

მიმდინარე წელს 2024 წელთან შედარებით, "ოცნების" პარლამენტის წევრ გიორგი ბარვენაშვილის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებისა და საბანკო დანაზოგების მიმართულებით. ამის შესახებ მის მიერ 2025 წლის 23 ივნისს წარდგენილი განახლებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ

ზრდა გამოიხატება შემდეგში: დაემატა 10-ზე მეტი ახალი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, მიწის ნაკვეთები, პრემიუმ კლასის ავტომობილები, საათები და კრიპტოვალუტა.

უძრავი ქონება

2024 წელი:
ბარვენაშვილის საკუთრებაში იყო თბილისში, მცხეთასა და ზაჰესში არსებული 11 უძრავი ქონება, საერთო ფართობით დაახლოებით 5,500 მ².

2025 წელი:
დამატებულია 12 ახალი უძრავი ობიექტი, მათ შორის მემკვიდრეობით მიღებული ფართები შემდეგ ადგილებზე:

თბილისი, მირიან მეფის ქუჩა — საცხოვრებელი სახლი, 45.5 მ² (მემკვიდრეობა, 2024, ფასი – 0 GEL)

თბილისი, ა. თბილელის ქუჩა — რამდენიმე ობიექტი:

  • საცხოვრებელი სახლი – 80 მ² (მემკვიდრეობა)
  • საცხოვრებელი სახლი – 30 მ² (მემკვიდრეობა)

თბილისი, მინდელის ქუჩის მიმდებარედ — არასაცხოვრებელი ფართი, 211 მ² (მემკვიდრეობა, 11% წილი)

მცხეთა, ჩიხი აღმაშენებელი (ორი ნაკვეთი) — საერთო ფართი 800 მ² და 140 მ² (მემკვიდრეობა, შიდა ნაგებობებით)

თერჯოლა, სოფელი ჭოგნარი — მიწის ნაკვეთი 4,579 მ² და საცხოვრებელი სახლი 622 მ² (მემკვიდრეობა, 33%)

თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. — ბინა, 95.28 მ² (მემკვიდრეობა)

ჯამურად, 2025 წლის დეკლარაციით, ბარვენაშვილის უძრავი ქონება გაიზარდა მინიმუმ 2,500 მ²-ით და მოიცავს 17-მდე მისამართს.

სხვა ქონება

2024 წელი: ავტომობილები:

  • Toyota Camry (2005 წელი) — $7,000
  • Audi TT (2000 წელი) — $20,000
  • ძვირად ღირებული მაჯის საათები: 8 ერთეული, საერთო ღირებულებით: $397,400

2025 წელი

Porsche 911 GT3 RS — $130,000 (შესყიდვა: 10.12.2024)

მეუღლის მაია მაისაძის საკუთრებაში:

  • Porsche 911 Turbo S Cabrio — €130,000
  • Bentley Bentayga Azure — €242,000

    დაემატა მაჯის საათი:

    Patek Philippe — $52,000 (2023 წლის ივლისში შეძენილი)

წინა წელთან შედარებით მხოლოდ მოძრავ ქონებაში მატებაა: +$400,000-მდე ღირებულება

კრიპტოვალუტა

ბარვენაშვილი კვლავ 46 Bitcoin-ს და 100 Etherium-ს ფლობს. თუმცა ზრდა კრიპტოაქტივებში: +503,500 დოლარია.

ბანკის ანგარიშებზე ნაშთები

2024 წელი:

  • EUR: €177,000
  • USD: $498,700
  • GEL: 5,413
  • საერთო ჯამში — დაახლ. $750,000

2025 წელი:

  • EUR: €197,100 + დამატებით 3 ანგარიში
  • USD: $283,445 + $28750 + $418,856 + $28,969
  • GEL: 11,000-ზე მეტი
  • საერთო ჯამში — $1.1–$1.2 მილიონზე მეტი (ეკვ.)

ნაღდი ფული

ვალუტა 2024 2025 მატება
USD $140,000 $161,000 +21,000
EUR €90,000 €108,720 +18,720
GBP £62,000 £68,450 +6,450

ბარვენაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის მანდატს 2024 წლის თებერვლიდან იკავებს, როდესაც ის წინა მოწვევის პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ შევიდა, ის ასევე მეთერთმეტე ერთპარტიული მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.

პარლამენტის ვებგვერდის თანახმად გიორგი ბარვენაშვილის სამუშაო გამოცდილებად მითითებულია შპს ფფე-ს დირექტორობა 2019-2024 წლებში, ხოლო სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ მის ბიოგრაფიაში არაფერი მითითებული არაა. რაც შეეხება მის განათლებას, მან 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯმენტის ფაკულტეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები