მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონება შესაძლოა, 15-20%-მდე გაძვირდეს - ლიკა ქარდავა

644628d03a886
ლიკა გურაბანიძე
25.04.23 09:33
1133
“ფროფერთი ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა, BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, თუ ქვეყანაში 2022 წლის მსგავსად, მეზობელი ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოდინების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო ნედლეულის გაძვირების დინამიკა გაგრძელდება, ამან შესაძლოა უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ გააძვიროს.

“უძრავ ქონებაზე, როგორც თბილისში, ასევე მის შემოგარენში ფასების ზრდის ტენდენცია ზრდისკენაა. თუ იგივე მოცემულობა გაგრძელდა, რაც 2022 წელს იყო, შესაძლოა, ფასების ზრდის მაჩვენებელი წლის ჭრილში 15-20%-მდე გვქონდეს. რეალურად ფასის ზრდა გასულ წლებში სამშენებლო თვითღირებულების ზრდამაც განაპირობა.

ფასის ზრდა სავალუტო კურსის გამყარებამაც გამოიწვია. ამას ემატება ისიც, რომ 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში, რომელიც მშენებელს გარკვეულწილად მშენებლობას უძვირებს, მინიმუმ დაახლოებით 5%-ით და რა თქმა უნდა, ბინების და სახლების გაძვირებაზე ესეც აისახება. თუკი მეზობელი ქვეყნებიდან მოქალაქეების ახალი ნაკადის შემოდინება მოხდება, ესეც თავისთავად გავლენას მოახდენს და ფასის ზრდას დაასტიმულირებს.

მაგრამ, თუ ეს მოცემულობა შეიცვლება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ფასების ზრდის შენელება მოხდეს, თუმცა ამის ალბათობა დღევანდელი გადასახედიდან მინიმალურია”, - აღნიშნა ქარდავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები