უძრავი ქონების ბაზარი იზრდება.“ კოლიერს ჯორჯიას“ მონაცემებით, მაისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 32.4%-ით გაიზარდა და 334 მილიონ დოლარს მიაღწია. ზრდას აჩვენებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარიც. 2026 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით, ბაზრის ზომა კი 22.2%-ით გაიზარდა. ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში, როგორია მოთხოვნა და ფასები საცხოვრებელ ფართობზე?


































