მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ბაზარი - რის ხარჯზე ნარჩუნდება მაღალი ფასები?

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონება 5.5%-ით გაძვირდა, წლიური ზრდა 15.6%-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ფასების ზრდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში დაფიქსირდა. რაც შეეხება უვნებს. ახალაშენებული საცხოვრებელი ბინა ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირსი, საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 5314 ლარია. შემდეგ მოდის ვაკე, საბურთალო და ჩუღურეთი. ბინის შეძენა ყველაზე იაფი გლდანში, ისანსა და სამგორშია. მესამე კვარტალში მეტრ კვადრატზე საშუალოდ 4049 ლარის გადახდა იყო საჭირო კერძო სახლის შესაძენად მთაწმინდაზე. მას აქაც ვაკე-საბურთალო მოსდევს, მეოთხე ადგილზე კი დიდუბეა. კერძო სახლები ყველაზე იაფი კრწანისში, სამგორსა და გლდანში იყო.

რა ტენდენციაა უძრავი ქონების ბაზარზე? კვლავ რჩება თუ არა სექტორში მიგრანტების ეფექტი და რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს?

სტუმარი: ნატალია მოდებაძე - Mode Real Estate-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები