მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა „ლენდიო“ გამოჩნდა

landio

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა „ლენდიო“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს მიწის ნაკვეთებისა და კერძო სახლების ძიების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. როგორც BMG-სთან პლატფორმის დამფუძნებელი ამბობს, “ლენდიოს” მთავარი უპირატესობა არის რუკაზე დაფუძნებული ინტერფეისი, რომელიც ინტეგრირებულია საჯარო რეესტრის საკადასტრო სისტემებთან, რაც უძრავი ქონების მოძიებას მარტივს და გამჭვირვალეს ხდის.

“იმ დროს, როცა ტრადიციულ პლატფორმებზე მომხმარებლებს უწევთ ასობით განცხადების დათვალიერება, გამყიდველებთან მრავალჯერადი კომუნიკაცია და მიწის მდებარეობის დაზუსტება, “ლენდიო” მთლიანად ცვლის თამაშის წესებს, პლატფორმაზე შესვლისთანავე მომხმარებელი რუკაზე ხედავს ყველა აქტიურ შეთავაზებას, რეალურ მდებარეობასა და საკადასტრო მონაცემებზე დაყრდნობით. “ლენდიომ” მიზნად დაისახა, მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის პროცესი გახადოს მაქსიმალურად ეფექტური, სანდო და ტექნოლოგიურად გამართული. მომხმარებელს აღარ სჭირდება ბიუროკრატიული წრეების გავლა ან ათობით ზარი, ერთ ეკრანზე, ერთ სივრცეში, შესაძლებელია ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა და შედარება“, — აცხადებენ BMG-სთან “ლენდიოს” დამფუძნებელი ალექსანდრე ღარიბაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ „ლენდიო“ ახალი გაშვებულია და ტექნიკური მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს ფუნქციონალის დახვეწა, მომხმარებელთა ინტერესი სწრაფად იზრდება. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს რამდენიმე წამში მოიძიონ სასურველი მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ლოკაციაზე, დეტალურად შეაფასონ მისი საკადასტრო მონაცემები და მარტივად შეადარონ სხვა შეთავაზებებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ სანდო და მონაცემებზე დაფუძნებულ პლატფორმას, უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის. „ლენდიო“ წარმოადგენს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე პირველ ინტერაქციულ პლატფორმას, რომელიც მიწის ყიდვა-გაყიდვის პროცესს სრულად აციფრულებს და ინვესტიციების განხორციელებას ეფექტურს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები