ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა. აისეტის კვლევის მიხედვით, 2024 წლის III კვარტლისთვის ინდექსი 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა.კლების მიზეზი გაუარესებული მოლოდინებია. მსხვილი ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ სამუშაო ძალა სახელდება, მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში კი მოთხოვნის ტემპის ზრდის შენელება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება მშენებლობის და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდია. სექტორმა კლებით დაასრულა წლის პირველი ნახევარიც. განსაკუთრებული კლება კი ივნისში იყო.
სტუმარი: სალომე დეისაძე - “თიბისი კაპიტალის" უფროსი ასოცირებული მკვლევარი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად