2025 წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5 წელში ინდექსის ზრდამ 59.4% შეადგინა. ტრადიციულად ფასები იზრდება როგორც საცხოვრებელი ბინების(1.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1 პროცენტი). საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5 პროცენტით.
თბილისის უბნების მიხედვით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა: მთაწმინდა – 6 738 ლარი; ვაკე – 5 874 ლარი; ჩუღურეთი – 4 353 ლარი; საბურთალო – 4 313 ლარი; კრწანისი – 4 181ლარი; დიდუბე – 4 054 ლარი; ნაძალადევი – 3 978 ლარი; ისანი – 3 854 ლარი; გლდანი – 3 731 ლარი; სამგორი – 3 549 ლარი.
კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით არის: მთაწმინდა – 4 594 ლარი; ვაკე – 4 311 ლარი; საბურთალო – 3 504 ლარი; დიდუბე – 3 369 ლარი; სამგორი – 3 121 ლარი; ისანი – 3 110 ლარი; ჩუღურეთი – 3 088 ლარი; გლდანი – 2 985 ლარი; კრწანისი - 2 830 ლარი; ნაძალადევი - 2 660 ლარი
რა მოლოდინები აქვს ბაზარს?
სტუმარი: ვაჟა მებაღიშვილი - უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ს თანადამფუძნებელი


































