უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების დიდი წილი კვლავ შიდა განვადებების სქემებზე მოდის. საინვესტიციო ბანკების ინფორმაციით, სექტორში ბინების 60%-ზე მეტი სწორედ დეველოპერების შიდა განვადებების სხვადასხვა სქემებით იყიდება. როგორც საინვესტიციო ბანკებში, ასევე თავად დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზრის სიჯანსაღიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მკვეთრი რისკები არ ჩანს, თუმცა აუცილებელია პროცესების მუდმივი მონიტორინგი, რათა შიდა განვადებების პორტფელი მომავალში არ გაპრობლემდეს. დეველოპერების შიდა განვადებებთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებენ თავად ეროვნულ ბანკშიც. რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე შიდა განვადებების მიმართულებით და განიხილავს თუ არა სებ-ი რაიმე ტიპის რეგულაციებს.






























