26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული გაიმართება. კვირეული წელსაც სამ ღონისძიებას გააერთიანებს, რომელიც 26 აპრილს Caucasus Build-ი ყოველწლიური სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენით გაიხსნება. წელს კომპანიების რაოდენობა, დაკავებული საგამოფენო ფართი და პროდუქციის მრავალფეროვნება გასული წლის რეკორდულ მონაცემებზე მეტი იქნება. განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც, რომელიც ჯერ კიდევ გასული კვირის მონაცემებით წინა წლის აქტივობას 40%-ით აჭარბებდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს ისე საცალო დამთვალიერებლისთვის, ექსპოში მონაწილე კომპანიების ნახევარი იქნება ისეთი, რომლებიც წინა წლებში გამოფენებში არ მონაწილეობდნენ.
სტუმრები:
რესან ქიქავა - ExpoGeorgia-ს დირექტორი;
ვაჟა მებაღიშვილი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი;