მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა area expo 2020 გადაიდო

5e65eea0e7a21
თელარა გელანტია
09.03.20 11:20
819
"არეა ექსპო" 2020, რომელიც 4-5- აპრილს "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ღონისძიების გადადება განპირობებულია საქართველოში ვირუსის COVID 19 -ს (კორონავირუსი) გავრცელებით.

"ორგანიზატორი კომპანიის არეა ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვის არეა ექსპოს ჩატარება, რომელსაც ტრადიციულად 1500 დან 2000 მდე ვიზიტორი სსტუმრობს არსებული გარემოებების გათვალისწინებით წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რადგანაც საჯარო სივრცეებში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი ალბათობა ფიქსირდება.

შესაბამისად, კომპანია საკუთარ პასუხისმგებლობად მიიმჩნევს, ვიზიტორების, მონაწილეებისა და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების თარიღს, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში სიტუაციაზე მკვეთრი დაკვირვების საფუძველზე განისაზღვრება და ეცნობება ფართო აუდიტორიას. არეა ჯგუფი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ არეა ექსპო - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა - სადაც დეველოპერები უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალური ფასებითა და პირობებით წარმოადგენენ პროექტებს. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. ეს არის სივრცე, სადაც წელიწადში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მოთამაშეები: დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები და საპროექტო კომპანიები, ინვესტორები და საცალო მომხმარებლები ერთ სივრცეში იყრიან თავს და მარტივად უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და win-win გარიგების დადებას. არეა ექსპო 2020 ის გენერალური პარტნიორია myhome.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები