უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა,– ამის შესახებ საუბარია „არეა ჯგუფის“ უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ მომზადებულ კვლევაში. ამავე კვლევის თანახმად იკვეთება მოთხოვნა აგარაკებზეც. რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენის წყაროებს, კვლევაში წერია, რომ მომხმარებელთა 89% განიხილავს საცხოვრებელი ფართის შეძენას განვადებით, რაც გადანაწილებულია საბანკო იპოთეკურ სესხსა და დეველოპერული კომპანიის მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე. სრული თანხა ბინის შესაძენად მომხმარებელთა მხოლოდ 11%-ს გააჩნია.
სტუმარი: ნინო ჯინჯოლავა - „არეა ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი