ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ, ასევე გახშირებულია ნეგატიური მოლოდინები და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნება მომავალში. თუმცა ვფიქრობ, პრობლემაზე საუბარი ხშირ შემთხვევაში ძალიან ზედაპირულად ხდება და უფრო უსაფუძვლო პანიკას/შიშს ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე რეალური სურათის დანახვას. პრობლემებზე საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი უფრო მთავარი! სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ იმაზე მიდის მსჯელობა, რომ რაღაც კარგად არ არის, თუმცა არავინ საუბრობს როგორ გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. მინდა მოვუწოდო როგორც დეველოპერულ, ასევე საბროკერო კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს თუ საჯარო სამსახურებს - დროა დავიწყოთ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, ინიციატივების გაჟღერება იმისათვის, რომ ჩვენი ბაზარი არათუ შენელდეს, არამედ ჯანსაღი ზრდა განაგრძოს. უძრავი ქონების სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ეკონომიკაში, ამიტომ ჩვენი, ამ სფეროს წარმომადგენლების ვალია, დავფოკუსირდეთ პრობლემების მოგვარებაზე და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამიტომ "უძრავი ქონების პროსპექტის" ეთერს გთავაზობთ ამ ფორმატისთვის. მომდევნო სამშაბათს შეგვიძლია შევიკრიბოთ ამ სტუდიაში და საქმიანი მსჯელობა გავმართოთ იმაზე რაც ხდება, იმაზე რაც შეიძლება მოხდეს და ასევე იმაზე, როგორ ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი კრიზისი. ველით თქვენს გამოხმაურებას და საინტერესო აქცენტებისთვის მზად ვართ გიმასპინძლოთ.
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად