გასული კვირის ბოლოს გადაცემა “უძრავი ქონების პროსპექტის” ფარგლებში სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბათუმში დაანონსებული ღონისძიება GREMO ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები BMG და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტი" იყვნენ, მისი გენერალური სპონსორი კი "ალიანს ჯგუფი" გახლდათ, რომელიც ამავდროულად გადაცემის წარმდგენია დღიდან დაარსებისა, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის.
შეხვედრის მასპინძელი იყო სასტუმრო Courtyard by Marriott, რომელთა სრულყოფილი ორგანიზებითაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი კონფერენცია-დაჯილდოება გამოვიდა. ერთი მხრივ ჩვენ შევაჯამეთ გასული წელი და ვისაუბრეთ პერსპექტივებზე და მეორე მხრივ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან წარდგენილ იქნა პრეზენტაციები, რომელიც შეეხებოდა მათ შორის იმ გამოწვევებს რაც ბაზარზე არსებობს და სამწუხაროდ ასეთი ძალიან ბევრი გამოწვევა დაგროვდა, რომელზეც ღიად საუბარი სატელევიზიო ეთერებში არ ხდება.
ამიტომ დარგის წარმომადგენლებისთვის ეს შეხვედრა უდავოდ იყო ერთგვარი სახელმძღვანელოც, ტრადიციული განსაკუთრებული მადლობა კონტენტის ნაწილში ეკუთვნის ჩვენს პარტნიორს თიბისი კაპიტალს და ალიანს ჯგუფს, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის ძალიან საყურადღებო აქცენტები წარუდგინა.