გასული კვირის ბოლოს გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" ბათუმში დაანონსებული ღონისძიება "გრემო" გამართა. შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან ბმჯის და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტის" ორგანიზებით შედგა, მისი გენერალური სპონსორი კი "ალიანს ჯგუფი" იყო. ღონისძიება სასტუმრო Courtyard by Marriott batumi-ში გაიმართა და მას აჭარის ბაზარზე წარმოდგენილი სამშენებლო, დეველოპერული, საპროექტო თუ საბროკერო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრებოდა.
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად