თბილისის შემდეგ გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება „გრემო“ ამჯერად ბათუმში გამართა. შეხვედრის ორგანიზატორები ბმჯ და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტი", მისი გენერალური სპონსორი კი "ალიანს ჯგუფი" იყო.
ღონისძიება სასტუმრო Courtyard by Marriott batumi-ში გაიმართა და მას აჭარის ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრებოდა. ტურბულენტური ვითარების ფონზე შეხვედრის მიზანს რეგიონში არსებული მდგომარეობის გაანალიზება და გამოწვევებზე საქმიანი დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა.
რა აქცენტები გაკეთდა სექტორის მხრიდან?