მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ქირაზე მოთხოვნა შემცირდა - Solo Realtor

643812e888269
ანუკა ჯოხაძე
13.04.23 18:30
9057
2023 წლის პირველ კვარტალში უცხოეთის მოქალაქეებზე 5 159 ბინა გასხვისდა. წელსაც ყველაზე აქტიურები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებმაც საქართველოში 2000-ზე მეტი ბინა იყიდეს.

როგორც Solo Realtor-ის დირექტორი ამბობს, ბაზარზე ისეთი ბუმი როგორც გასულ წელს იყო, აღარ შეინიშნება. ეკა ალანიას თქმით, უძრავი ქონების როგორც შესყიდვასთან ისე დაქირავებასთან მიმართებით ბაზარი მიმდინარე წლის მარტში შენელდა.

მისი განმარტებით, აქტიურობა შემცირდა როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან.

“უძრავი ქონების გაყიდვების ნაწილში მარტისგან იგივე ტენდენციებს ველოდებოდით, თუმცა ეს არ შეიმჩნევა. დასტაბილურებისკენ მიდის ბაზარი, თუმცა ფასის დაკლებას ისევ არ ველოდებით.

ყველაზე მეტად შემცირებული არის ქირის კუთხით მოთხოვნა. დასტაბილურდა ფასებიც. დღეს ამ მიმართულებით ნაკლებია მოთხოვნა როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მხრიდან", - ამბობს Solo Realtor-ის დირექტორი ეკა ალანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები