საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 51.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 70 532 ერთეული შეადგინა.
მაისი 2013-2016 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 83.2%-ით, 2014 წლის მაისთან (40 836 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 72.7%-ით, 2015 წლის მაისთან (41 867 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 68.5%-ით, 2016 წლის მაისთან (46 707 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 51.0%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (20.7%-ით), ისე მეორადი (19.3%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (103.0%-ით), ისე მეორადი (37.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 19 117 ერთეული შეადგინა, საიდანაც 13 693 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 51 415 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 511 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 4 018 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

























