მაის-ივნისში გაყიდვების კლების შემდეგ, ივლისში უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა კვლავ გაიზარდა. როგორც გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ბაზრის მოცულობა საშუალოდ 5%-იან ზრდას აჩვენებს. რამ განაპირობა მოთხოვნის ზრდა და როგორია სექტორის მოლოდინები წლის ბოლო კვარტალისთვის?
სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი; ზურაბ თავყელიშვილი - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად