"ტასჰაბის" რუბრიკაში "გზამკვლევი დეველოპერებისთვის" - როგორ შევქმნათ მომხმარებელზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსები;
რაში გამოიხატება სიმარტივე და პრაქტიკულობა? არსებულ რეალობაში საჭიროა რომ საცხოვრებელს გააჩნდეს სხვადასხვა ტიპის სივრცეები, ისეთი როგორიცაა სამუშაო,სპორტული თუ გასართობი. ხშირად შესაძლოა საკუთრებაში არსებული ფართი ვერ მოიცავდეს ადგილს, სადაც შეიძლება გადავიხადოთ დაბადების დღე, დავპატიჟოთ მეგობარი ფილმის საყურებლად, ჩავატაროთ იოგას გაკვეთილი თუ სხვა. ასეთი მოთხოვნის გაჩენის პარალელურად დეველოპერების ნაწილი გახდა უფრო კონკურენტუნარიანი და საკუთარ თავზე აიღეს ასეთი სივრცეების მოწყობის ვალდებულება.ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი გახლავთ "ფიგურები ჯიქია" რომელსაც "იბერკომპანი" ასრულებს და რომლის შექმნაშიც სრულად იყო ჩართული არქიტექტურული კომპანია "ტასჰაბი", ამიტომ დღეს სწორედ ამ პროექტის მაგალითზე ნახავთ, რა სჭირდება ამგვარ გადაწყვეტილებებს და რამდენად ეფექტურია დეველოპერების მხრიდან მსგავსი მიდგომების დანერგვა.
სტუმარი: ლევან დიასამიძე - "იბერკომპანის" გენერალური დირექტორი;
სერგი გიორგაია - "ტასჰაბი" დამფუძნებელი & რუბრიკის წამყვანი;