მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: ვინ აზღვევს უძრავ ქონებას საქართველოში

BM.GE
18.04.23 17:38
263
2022 წელს ქონების დაზღვევის სახეობაში კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა და 118.5 მლნ შეადგინა.

ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2022 წელს 47.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 40%-ზე მეტია.
მეორე ადგილზე 21.5 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 17.3 მლნ ლარით „უნისონი“.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი bmg-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპასთან შედარებით საქართველოში ქონების დაზღვევის მაჩვენებელი 3-ჯერ ნაკლებია.საქართველოში ქონების დამზღვევები ან კორპორაციული კლიენტები არიან, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური დაკრედიტების ვალდებულებების გამო ბანკები აზღვევენ. ცალკეული შემთხვევების გარდა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს.

რა ღირს ქონების დაზღვევა საქართველოში და ვინ სარგებლობს პროდუქტით?

სტუმრები:
ნინო წეროძე - „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი;
კოკა მანჯგალაძე - ჯიპიაი ჰოლდინგის NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები