მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: ვის ეძებენ და რამდენს უხდიან სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს?

BM.GE
11.07.23 16:41
136
2023 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 

ადამიანები, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო რაც შეეხება იმ დასაქმებულთა პროცენტულ რაოდენობას, რომებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საერთო რაოდენობის 1.8%-ს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.

ამ პერიოდისთვის BAG დასაქმების ბარომეტრმა 41.9 ქულა შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, 7.9 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის, თუმცა მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა (82 ქულა), ყველაზე დაბალი კი მომსახურების სექტორში - 31. 

ამასთან, მიმდინარე წლის II კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 38%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 5%-მა შეამცირა, ხოლო 57%-მა არ შეცვალა. გამოკითხული კომპანიების 51% გეგმავს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის III კვარტალში, 2% გეგმავს შემცირებას, ხოლო 47% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას. 

2023 წლის III კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2023 წლის III კვარტალში, კომპანიათა 82% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 39,630 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 22.1%-ით მეტია 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

რა მდგომარეობაა უშუალოდ სამშენებლო ინდუსტრიაში ვაკანსიების რაოდენობის თვალსაზრისით და რა მთავარი გამოწვევებია ამ მხრივ?

სტუმრები: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “Insource”-ის მმართველი პარტნიორი;
ინგა შახბაზიანი - HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი.

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები