საერთაშორისო კომპანია „იორკ თაუერსი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში (2019-2021) საქართველოში 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ამრ ელაბვაზმა მედიასთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაუკეთა.
კომპანია „იორკ თაუერსის“ ერთ-ერთ პირველ პროექტს, რომლის განხორციელებაც მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება, $1 მლნ-იანი „იორკ თაუნი“ წარმოადგენს.
„ეს არის უნიკალური კომპლექსური დასახლება დაბა ტაბახმელაში, 100 000 მ2 ფართი, რომელის შემადგენლობაში შედის საცხოვრებელი 256-ბინიანი კორპუსი და 100 ფეშენებელური ვილა, სასპორტო მოედანი და კომპლექსი, სპა ცენტრი და ბასეინი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო მოლი და მაღალი დონის სასტუმრო, კაფე რესტორნები. პროექტი პირდაპირი და არაპირდაპირი გზით 1000 ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს“, - აცხადებენ კომპანიის ხელმძღვანელები.
ცნობისთვის: „იორკ თაუერსი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების (საკუთრების) ინვესტირება და მართვა, რაც გულისხმობს წარმოდგენილ ქვეყანაში წამყვან დეველოპერებთან თანამშრომლობას; ასევე მშენებლობა და განვითარება, რაც ახალ მაღალი ხარისხისა და მსოფლიოში მოთხოვნადი სტანდარტების მქონე შენობა ნაგებობებისა და კომპლექსების შენებასა და განვითარებას მოიცავს.
კომპანია „იორკ თაუერსი“ საქართველოს გარდა თავის ბიზნესს ეგვიპტეში, კატარში, თურქეთში, საუდის არაბეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს.

























