მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის

ბათუმი და ბეშიქთაში

UEFA 26 ნოემბერს, ბათუმში თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელურ "ჰაპოელ ბეერ-შევას" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე საკუთარ პასუხისმგებლობას იხსნის. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო - UEFA-ს მიერ გუშინდელ ინციდენტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომენტარი გაავრცელა

საქმე ის არის, რომ ბათუმის "აჭარაბეთ არენას" სტადიონზე თურქული და ისრაელური გუნდების მატჩის დროს "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მხრიდან გამოფენილ პალესტინის დროშის გამო თურქ ქომაგებსა და ქართულ პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. UEFA-ს რეგლამენტის თანახმად სტადიონზე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება აკრძალულია. ისრაელსა და პალესტინას შორის პოლიტიკური კონფლიქტია ათწლეულებია მიმდინარეობს, თურქეთში კი პრო-პალესტინური განწყობაა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ისრაელ-ღაზას ომი დროს დაიძაბა. ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით UEFA-ში აცხადებენ:

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფას ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე აღარ გაიმართებოდა, UEFA-ს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რჩევისა და მითითებების საფუძველზე აცნობა. იმავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ახალ შეთანხმებულ ადგილად საქართველოში, ბათუმის "აჭარაბეთ არენა" შეირჩა.

როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა - UEFA არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ გააჩნდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ ქომაგთა სექტორში თავად "ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად ჩაერია".

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მატჩის დაწყებამდე ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, რაც სტადიონზეც გაგრძელდა. შსს-ში უარყოფენ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას პროპალესტინური დროშებისა და ბანერების გამოფენასთან კავშირს.


"მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გაუწიეს წინააღმდეგობა სამართალდამცველებს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ. მათ დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკამები, რომლებიც შემდგომ სამართალდამცველების მიმართულებით ისროლეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიციამ ძალადობის აღსაკვეთად, ინციდენტების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები მიიღო, მათ შორის გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. გულშემატკივართა ქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს".

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ სხვა სტამბოლური კლუბები "ფენერბახჩე" და "გალათასარაი":

"ფენერბახჩე": “ჩვენ "ბეშიქთაშის" გვერდით ვდგავართ. სასტიკად ვგმობთ ბეშიქთაშის მატჩამდე და მის დროს ჩვენს მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმებს. მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალი იქნა გამოყენებული. ისინი, როგორც ყველა თურქი მოქალაქე, პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას გამოხატავენ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თურქული სპორტისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ უსამართლობის ყველა ფორმას.”

"გალათასარაი": “ჩვენთვის მიუღებელია, რომ თურქულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარ მოედნებზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშის უფლება ერთმევათ. უეფამ უნდა შეწყვიტოს ჩვენი კლუბების მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენება და ისეთი პრაქტიკა, რომელიც თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება! დღეს ბეშიქთაშის გულშემატკივრებს ქართული პოლიციის დანაყოფები სასტიკად, ძალის გადამეტებით გაუსწორდნენ. როგორც გალათასარაის საფეხბურთო კლუბი, ბეშიქთაშისა და მათი დაზარალებულები გულშემატკივრების გვერდით ვდგავართ”.

ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე მომხდარს ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიაც გამოეხმაურა: "ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები