მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე 1,9 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო

57875289c6cd2
BM.GE
14.07.16 12:44
1352
მსხვილი საფეხბურთო ასპარეზობები, ორგანიზატორებისთვის მომგებიანი საქმეა და „ევრო 2016“ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. „უეფამ“ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 1.93 მილიარდი ევრო იშოვა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 4 წლის წინ გამართულ ჩემპიონატზე მიზიდული თანხები. ბილეთის საშუალო ფასი ჩემპიონატზე Forbes-ის შეფასებით, 600 დოლარი იყო. ამასთან, გაყიდული ბილეთების მესამედი 1000 დოლარიანი იყო. დაახლოებით 300 მლნ-მა ადამიანმა უყურა ჩემპიონატის ფინალს ტელევიზორში.
 
პორტუგალიური კვლევითი კომპანია IPAM – The Marketing School-ის შეფასებით, ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე, ეროვნულ ეკონომიკას 600 მილიონ ევროს მოუტანს. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ პორტუგალიის ნაკრების წარმატების კვალდაკვალ იზრდებოდა მოთხოვნა ნაკრების სიმბოლიკაზე, ავიაბილეთებზე მიმართულებით, ლუდზე, ტელევიზორებზე და ფასიან სპორტულ ტელეარხებზე. გაიზარდა რეკლამის მოცულობა. მრავალ რესტორანს ჩემპიონატის დროს შემოსავლები გაეზარდა. პერსპექტივაში კი, პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებას ამ ქვეყანის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესის გაზრდა შეუძლია. პორტუგალიის ნაკრების სპონსორების შემოსავლები 117 მილიონ ევროდ შეფასდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები