მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა - დეტალები

საქართველო-თურქეთი

მატჩამდე ჩხუბის გამო, UEFA-მ საქართველოს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.

კერძოდ, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის მატჩის წინ სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, (32 200 აშშ დოლარი) და თურქეთი კი 25 000 ევროთი (26 900 დოლარის ოდენობით) დააჯარიმა.

ეს არ ყოფილა ერთადერთი ჯარიმა, გულშემატკივართა ქცევის გამო. სხვა ქვეყნების ჯარიმების სტატისტიკა ასეთია:

  • სერბეთი - 2 ჯარიმა 68 625 და 60 000 ევრო;
  • ხორვატია - 63 875 ევრო;
  • ავსტრია - 57 375 ევრო;
  • ინგლისი - 10 000 ევრო;
  • რუმინეთი - 10 000.

ჯარიმები სხვადასხვა დარღვევის გამო გამოიწერა, მათ შორის, ჰიმნის შესრულების ჩაშლისთვის.

BM.GE საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად და მასალა, ინ ფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები