მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო კარდიოლოგიური კვლევები GM PHARMA-სგან

ყოველი წლის 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება! მისი მიზანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული რისკებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. დღესდღეობით, კარდიოვასკულური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილობის #1 მიზეზს წარმოადგენს. ყოველწლიურად, ამ დაავადებების შედეგად დაახლოებით 17,9 მლნ. ადამიანი იღუპება. აქედან 82% საშუალო და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებზე მოდის. გულის მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველწლიურად 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება და ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით კარდიოვასკულური დაავადებების შესახებ ინფორმაცია ეფექტურად ვრცელდება. გულის მსოფლიო დღე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ფოკუსირება მოვახდინოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებათა პრევენციის გზებზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახის და გარშემომყოფთა ჯანმრთელობა. უფასო გასინჯვების კამპანია თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, თელავში, გორში, ქედაში, ფოთსა და ვანში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები