მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის

უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
27.07.26 10:00
1056

პაშა ბანკი ბიზნესს ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. Signature და Platinum სატარიფო ნაკრებების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო გადარიცხვებით ლარსა და აშშ დოლარში, ხოლო სხვა ვალუტაში გადარიცხვისას 50%-იანი ფასდაკლებით სტანდარტულ ტარიფთან შედარებით. ამასთან, ახალი პარტნიორებისთვის აღნიშნული სატარიფო ნაკრებები პირველი სამი თვის განმავლობაში უფასოა.

შეთავაზება მოიცავს შემდეგ პირობებს:

  • Signature სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარსა და აშშ დოლარში განხორციელებული გადარიცხვები უფასოა;
  • Platinum სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარში გადარიცხვები უფასოა, ხოლო აშშ დოლარში ნებისმიერი მიმართულებით გადარიცხვის ტარიფი ფიქსირებული 10 აშშ დოლარია;
  • ორივე ნაკრებში სხვა ვალუტაში განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებზე ტარიფი სტანდარტულთან შედარებით 50%-ით შემცირებულია.
  • ამერიკაში აშშ დოლარის გადარიცხვები უფასოა ნებისმიერი სატარიფო ნაკრების მფლობელისთვის გარდა სტანდარტულისა.

დეტალური ინფორმაცია სატარიფო ნაკრებების შესახებ.

პაშა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, Bank of New York Mellon-თან (BNY), პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და აშშ დოლარში საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. ბანკი აქტიურად აფართოებს საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს და არხებს, იმისთვის, რომ პარტნიორ ბიზნესებს სწრაფი და მარტივი გამოცდილება შესთავაზოს ამ მიმართულებით.

პაშა ბანკის შესახებ:

პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორაციული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები